კახეთში რთველი დასრულდა
დღეს, კახეთში, "რთველი -2017" ოფიციალურად დასრულდა. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
მისივე თქმით, კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანიებმა 125 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდეს. მთლიანად კახეთის რეგიონში ყურძენი 150 000-მა მევენახემ ჩააბარა, მიღებულმა შემოსავალმა კი ჯამში დაახლოებით 148 მილიონი ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოდან ფუნქციონირებდა. რთველი დედოფლისწყაროდან დაიწყო და მალე მთელი რეგიონი მოიცვა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი 2017 /