ყვარელში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს და სიღნაღის შემდეგ მორიგი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში გაიხსნა.
პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც 3 000-მდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის დეზინფექცია, გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება ხდება.

პროექტით გათვალისწინებული პუნქტების მოწყობს მიზანი პირუტყვთა გადასარეკ ტრასებზე, ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილებას.

ქვეყნის მასშტაბით სულ ცხოველთა გადასარეკი რვა ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყება იგეგმება. ამ ეტაპზე პუნქტები დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ყვარელში, მარნეულსა და რუსთავში ფუნქციონირებს.
ყვარელში.


| Print |
FaceBook Twitter Google