პრემიერა გურჯაანის თოჯინების თეატრში
“ზეიმი ჭერში"-ასე ჰქვია საბავშვო სპექტაკლს, რომლის პრემიერაც გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრში გუშინ შედგა.
წარმოდგენა ვაჟა-ფშაველას “სათაგურის " მიხედვით რეჟისორმა ვალერი ღარიბაშვილმა დადგა.

„თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი შეემატა. ვფიქრობ, წარმატებული სპექტაკლი იქნება. ველოდებით ბევრ მაყურებელს.“ -აღნიშნა გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ნინო ნადირაძემ.

დასი კიდევ რამდენიმე ახალ სპექტაკლზე მუშაობს და ნოემბრის ბოლოს თოჯინების თეატრში პატარებს ახალი წარმოდგენა ელით.

| Print |
FaceBook Twitter Google