თელავში "ერეკლეობას" აღნიშნავენ
თელავში, ერეკლე მეფის დაბადებიდან 297-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ. ქალაქში დილიდან საზეიმო განწყობაა.
იმართება კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ძველი ბაღის ტერიტორიაზე თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილია სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები.

საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება. აირჩევენ საპატიო მოქალაქეებსაც.


| Print |
FaceBook Twitter Google