საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლეობით ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ კი ლელა მარიდაშვილი.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას ივანე ივანიშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას- ელენე სამხთუაშვილი, სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას- გივი ბებიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას- ზურაბ უსტიაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას კი თამარ ურდულაშვილი.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო 37 დეპუტატით არის დაკომპლექტებული.

| Print |
FaceBook Twitter Google