საგარეჯოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადონი ექნება
საგარეჯოში სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი, მოპირკეთდება სტადიონის შიდა და გარე ფასადები, შეიღებება ლითონის კონსტრუქცია, ხოლო მეორე ეტაპზე ტრიბუნა და გასახდელები მოეწყობა.

როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა განუცხადა, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 636 557 ლარს შეადგენს.

განახლებული სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "კლასიკ-სტროი“ ასრულებს.


| Print |
FaceBook Twitter Google