"ცოდვილი სულები“ - სპექტაკლის პრემიერა გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებულმა სტუდია "თეატრონმა“, მაყურებელს სპექტაკლი „ცოდვილი სულები“ წარუდგინა.
პრემიერა თოჯინების თეატრში შედგა.

„სპექტაკლი ეხებოდა დღევანდელი ახალგაზრდობის სენს, აზარტულ თამაშებს, რის გამოც ტოტალიზატორში თანხას აგებენ და ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობამდეც მიდიან. პრობლემებმა ისინი შესაძლოა ნარკომანიამდეც მიიყვანოს. მთავარ როლს ასრულებდნენ ლევან ჯაჯანაშვილი და ვახო სალთხუციშვილი. სპექტაკლზე სამი თვე ვმუშაობდით. ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. სპექტაკლის თემა მეტად აქტუალური და დღევანდელობას მორგებულია.“-აღნიშნა „თეატრონის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ზარდიაშვილმა.

„თეატრონმა“ მაყურებელს პრემიერა გასულ წელსაც წარუდგინა. „სინანული უკვე გვიანია“-ასე ერქვა სპექტაკლს, რომლის ჩვენებაც გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google