ახმეტაში 41 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ახმეტაში, სარწყავ არხში,  41 წლის მამაკაცის მამუკა ძებნიაურის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლოს ის არხის პირას 19 იანვარს შენიშნეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
პოლიცია დაკარგულს ორი დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ კი სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფებთან ერთად ადგილობრივები ჩაერთნენ.

მაშველებმა 4 კილომეტრამდე სიგრძის ტერიტორია შეამოწმეს, თუმცა ცხედარს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს.


| Print |
FaceBook Twitter Google