შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთა
დღეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით
შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქის კ.ა-ს,
კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (წონა
196.44 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩნდა.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12,966.33 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევ
მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,966.33 ლარი
დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები