გურჯაანის მუნიციპალიტეტში წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
-„უბნებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია გითხრათ, რომ რაიონის ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. არსებობს ეროვნული კალენდარი, ბავშვები უნდა აიცრან 1 და 5 წლის ასაკში. თუკი ვინმეს გამოტოვებული აქვს, შეუძლიათ მიაკოთხონ ოჯახის ექიმს და უფასოდ აიცრან. ეს სასურველი კი არა, აუცილებელია. ვისაც ორი აცრა ჩატარებული აქვს ბავშვობაში, წითელა რომ შეხვდეს, ამის საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა, თუ წლების შემდეგ კონტაქტში მოხვდებიან დაინფიცირებულთან, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეულიათ ერთი დამატებითი ვაქცინაცია კიდევ ჩაიტარონ. “-აღნიშნა speqtri.ge-სთან იმუნიზაციის ექიმმა ნონა შანიძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს წითელას შემთხვევებმა განსაკუთრებით აჭარის რეგიონში მოიმატა. აქ ინფექციის უკვე 35 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია.

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული ადამიანისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების გზით იწვევს.

წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი (თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება) ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google