ახალი ამბები
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98 % დაავადებისგან განიკურნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა.
განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს.

”ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრა ორგანიზმიდან” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის –
„საქართველოს მეფეები“ – გამოშვებას იწყებს. პირველი 2020 წელს გამოვა
და ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება.
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის – „საქართველოს მეფეები“ – გამოშვებას იწყებს. პირველი 2020 წელს გამოვა და ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება.
14:51 / 19.02.2020
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების
რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების
ფონდი დააფინანსებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს.
14:03 / 19.02.2020
სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,
რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა.
სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა.
15:12 / 18.02.2020
ნავთობმომპოვებელი კომპანია
ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში აქციას დილიდან მართავენ.
13:43 / 18.02.2020
თელავის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ნ.გ., რომელსაც
მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თელავის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ნ.გ., რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
10:49 / 18.02.2020
სხვა ამბები
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.
16:50 / 17-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ“ სპორტული ფორმები გადასცა.
15:48 / 14-02-2020
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.
16:05 / 12-02-2020
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორშაბათიდან ბავშვების კვების მენიუს გამოქვეყნება დაიწყო.
16:45 / 11-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0701
USD
USD
1
2.8422
GBP
GBP
1
3.6914
TRY
TRY
1
0.4692
RUB
RUB
100
4.4678
ამინდი
გურჯაანი 3 / 12 °C
img
საგარეჯო 0 / 11 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 11 °C
img
ლაგოდეხი 2 / 9 °C
img
ყვარელი 3 / 12 °C
img
თელავი 2 / 12 °C
img
ახმეტა 1 / 12 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.