პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია სავალდებულო გახდება
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია თბილისისთვის წლის ბოლოს გახდება სავალდებულო, ხოლო მთელი საქართველოსთვის მომავალი წლიდან- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ზოგადად, პაციენტის სამედიცინო ისტორია დიდი დოკუმენტია, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან, პირველი ვიზიტებიდან, ვაქცინაციებიდან, რაც კი სერვისი დასჭირვებია ცხოვრებაში და ასევე მისი მონაცემებით, როგორიცაა ალერგია, ამა თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილება და ა.შ. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდზე დატანილი ინფორმაცია, რომლებიც გაფანტულია და იშვითადაა თავმოყრილი. ასევე, პაციენტს ის თან არ დააქვს. როდესაც ის სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, შეიძლება თითონვე დაავიწყდეს, ან უგონო მდგომარეობაში იყოს და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. ეს დაწყებულია, პილოტირებას გადის 4 კლინიკაში, სრულად გადართვა მოხდება და სავალდებულო გახდება წლის ბოლოს თბილისთვის, ხოლო მომავალი წლიდან მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
skype show whatsapp show
ankara escort
escort eryaman
Fapjunk.com
alanya bayan escort
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş