პატიმარი, რომელიც ყელგამოჭრილი იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურიდანაა
პატიმარი, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი, რომელიც გლდანის N8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურიდანაა.
მისი ნათესავების თქმით,  მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

" რაც მოხდა დღეს დილით შევიტყვეთ. როგორც ვიცი, ძმასთან შეხვედრას აპირებდა ხვალ. არ ვიცი რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამის მიზეზი, აქედან რას გავიგებთ.  ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა და ამ მიზეზით ორი წლის წინ საავადმყოფოშიც იწვა."- აღნიშნა ლეჩურის მკვიდრმა ალიკა კოჭლოშვილმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პატიმარი / ციხე /