ევროპის ჩემპიონატი დიდ ეკრანზე
მარინა პეტრიაშვილი 
უკვე რამდენიმე დღეა, გურჯაანში დიდების მემორიალი ისევ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად გადაიქცა. აქ ყოველ საღამოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ევროპის ჩემპიონატის ჩვენება დიდ ეკრანზე მიმდინარეობს. ახალგაზრდები ამის გამო კმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ ქალაქში ჯერ არ ჩატარებულა. "გურჯაანისთვის ეს სიახლე და მართლაც კარგი ინიციატივაა. ქალაქი ჩამკვდარია და სხვა არაფერი ხდება. ზაფხულის სიცხეში აქ ამოსვლა და ფეხბურთის ყურება, მართლაც სასიამოვნოა," _ გვითხრა სოსო გამეზარდაშვილმა. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით მესხიშვილი ამბობს, ფეხბურთის ჩვენება ჩემპიონატის ბოლომდე გაგრძელდება. "დიდ ეკრანზე ფეხბურთის ჩვენება მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივაა. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი პოპულარული სპორტია გადავწყვიტეთ, გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ტექნიკით მცირე საჩუქარი გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, ეს მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. ახალგაზრდები ამით ერთი მხრივ გაერთობიან, ხოლო მეორე მხრივ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. თუკი ამ სიახლეს საზოგადოების მხრიდან ინტერესი მოჰყვება და სხვა ხელშემშლელი ფაქტორი არ გამოიკვეთება, ეს აქცია ჩემპიონატის ბოლომდე გაგრძელდება," _ გვითხრა დავით მესხიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.