თუშეთის მოსახლეობა ახალი გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში, თუშეთის თემის მოსახლოებამ საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი თუშეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების განცხადებით, პროექტი მათთან შეთანხმების გარეშე შეიქმნა. მათი მოთხოვნაა, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა თუშეთში არსებულ პრობლემების გადაჭრას მოხმარდეს.

"ჩვენ არ გვინდა ახალი გზა თუშეთის მიმართულებით. პროექტი რომ შეადგინეს ჩვენთვის არ უნდა ეკითხათ აზრი?  ეგ ტერიტორია თუშეთის დაცული ტერიტორიისაა და ასევე მანდ სამწყემსო ადგილებიცაა. გზის გაყვანის შემთხვევაში კი დაიწყება ეროზია და ზიანი მოგვადგება თუშ ხალხს. ჩვენ მოვითხოვთ გამოყოფილი თანხა მოხმარდეს იმ გზის გაკეთებას, რომლითაც წლებია ვსარგებლობთ და ასევე თუშეთის იმ სოფლებს სადაც უგზოობის გამო ადგილობრივები მისვლას ვერ ახერხებენ. ჩვენ ჯერ შეხვედრებს გავმართავთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან , რის მიხედვითაც გადაწყდება, როგორ მოვიქცევით."- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სოსო ბაბულაიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა ახმეტაში ხვალისთვის იგეგმება და დასწრებას აქციის მონაწილეებიც გეგმავენ.

როგორც ცნობილია, პროექტის მიხედვით, გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და სავარაუდოდ, წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / გზა / თუშეთი /