ბოლო სამ თვეში კახეთში ლეიშმანიოზის 7 შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში ბოლო სამი თვის მონაცემებით, ლეიშმანიოზის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. თელავში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში ორ-ორი, ხოლო ყვარელში ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
შვიდივე დაავადებული პაციენტი ბავშვი იყო.

"ლეიშმანიოზი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. ამიტომ მშობლებს მოვუწოდებთ, ყურადღებით იყვნენ მწერებთან მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი გადამტანია ძაღლიც, რომელთან კონტაქტის დროსაც ბავშვს შესაძლოა ძალიან მარტივად გადაედოს დაავადება."- აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google