გურჯაანის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს.
უწყების ცნობითვე, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შს სამინისტროს ინფორმაციითვე, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google