19 მაისს „გარეჯობა“ გაიმართება
მიმდინარე წლის 19 მაისს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, ჩიჩხატურის კოშკთან, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კონცერტი, ტრადიციული დოღი და ქართული ჭიდაობა.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადისტრუქტურულიერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აღნიშნეს, ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ მოღვაწეებს „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიენიჭებათ.

აღნიშნული დღესასწაული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google