დავა, რომელიც კომპანია "ბადაგონის" წინააღმდეგ რამდენიმე
თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია.
დღეს ზემო ხოდაშენის საწარმოში შეკრებილ თანამშრომლებს კომპანიის
დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ მიმართა.
" არ შეიძლება არ აღვნიშნო თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს
პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და
მისი გუნდი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, თავისუფალი და
სამართლიანი კონკურენციის და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის
უზრუნველყოფის საქმეში. გპირდებით, თქვენ ბევრჯერ იამაყებთ
ჭეშმარიტად ქართული საქმით, რომელსაც "ბადაგონი" ჰქვია" - აღნიშნა
კომპანიის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, შპს "ბადაგონის“ მიერ წილების შესაძლო მითვისების საქმეზე
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე
წლის 18 იანვარს
გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები