ღონისძიება გურჯაანის ბიბლიოთეკაში
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გურჯაანის ცენტრალური  ბიბლიოთეკაც შეუერთდა. დღეს პატარა მკითხველებმა ღონისძიება გამართეს.
-"მუნიციპალიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით ბევრი ღონისძიება ჩატარდა,ამ აქტივობებში გვინდოდა ჩვენც ჩავრთულიყავით. ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენმა პატარა მკითხველებმა მიიღეს. ვფიქრობ, საინტერესო დღე გამოგვივიდა. ბავშვებს სიურპრიზი მოვუწყეთ და ტორტი დავახვედრეთ." - აღნიშნა გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა სალომე ბოგვერაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google