წნორში ფესტივალი "შენს მხარეს ვარ“ გაიმართება
ხვალ, 9 ივნისს, წნორში, ფესტივალი „შენს მხარეს ვარ“ ჩატარდება. ფესტივალის მიზანია, შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლა მშობლების მონაწილეობით.
მოეწყობა კონცერტი, მხიარული დრამერებისა და ანიმატორების მარში, ანსამბლ „ათინათის“ ფლეშმობი, კინოჩვენებები, საბავშვო სექციები (სახეზე ხატვა, ცარცები, გასაფერადებლები, ფრიზები), ფოტო კუთხე „უცხოგრაფთან“ ერთად, ნატვრის ხე და სამახსოვრო გიფერი, სტრიტ არტი, მუსიკალური და კულინარიული ვორქშოფები.

სტუმრებს გემრიელი კერძებითა და ნუგბარით თავად შშმ პირები და მათი მშობლები გაუმასპინძლდებიან.

ღონისძიებები წნორის სკვერში, 18:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალი პროექტის "ვორქშოფები დედებისთვის და მამებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად რურალურ დასახლებებში" ფარგლებში ტარდება.

თანაორგანიზატორები არიან: “ხელი ხელს", "ცოდნის კაფე“, "სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი“ და შვეიცარიული ორგანიზაცია ETM.

| Print |
FaceBook Twitter Google