განათლების მინისტრმა გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ  ჩხენკელმა თელავის რეფერალურ საადმყოფოში, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა.
მინისტრმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და მედიასთან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე გააკეთა აქცენტი.
" მიუხედავად იმისა,რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო,ცალსახად გასამკაცრებელია რეგულაციები. ასევე აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის,რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას
სპეციალური ნებართვის საკითხი. როგორც კი დავბრუნდები,შევხვდები შინგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს"- განაცხადა ჩხენკელმა.
| Print |
FaceBook Twitter Google