მანავში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სოფელ მანავში, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაიცავალა, ხუთი მგზავრი კი დაშავდა. ისინი რაიონულ საავდმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google