შაბათს იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
16 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი "დიაგნოზი“ დაიწყებს ფუნქციონირებას.
სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა „მზერადან“ მოწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები.

ცენტრს ექნება არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც და 24-საათიან გადაუდებელ რეჟიმში იმუშავებს.

ცნობისთვის, უკვე წლებია იორმუღნლოს თმის მოსახლეობა შესაბამისი სტანდარტების სამედიცინო ცენტრის გახსნას ითხოვს, რაზეც speqtri.ge არაერთხელ წერდა.



| Print |
FaceBook Twitter Google