გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
რამდენიმე დღეა გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდვით მიეწოდება. ისინი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
„მესამე დღეა წყალი თითქმის არ გვაქვს, დილით ადრე წყდება და საღამოსაც რამდენიმე საათით თუ მოვა. მაშინაც ისეთი დაბალი წნევა აქვს, რომ წყლის გამაცხელებელსაც ვერ ვრთავთ. წარმოუდგენელია, 42-გრადუსიან სიცხეში წყალი არ გვქონდეს. მით უფრო, რომ პატარა ბავშვი მყავს,“ - ამბობს მარი ბაცანაძე.
როგორც speqtri.ge-სთან საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ თათარაძემ განაცხადა, პრობლემა უკვე აღმოიფხვრა და მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.
„ელექტრომომარაგების პრობლემა იყო, მუშაობდა ტექნიკური ჯგუფები. ამჟამად მიმდინარეობს რეზერვუარების შევსება. შესაბამისად, დღის განმავლობაში მოსახლეობას ექნება წყალი. “
თუმცა, როგორც გურჯაანელები ამბობენ, მათ მოგვიანებით კომპანიისგან მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, საიდანაც ირკვევა, რომ წყლის მიწოდება  3 ივლისს, 6 საათისთვის აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წყალი /