აბიტურიენტებს პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორამცით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.
პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ. ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდა /