პიანისტმა დავით ალადაშვილმა მუსიკალური ტურნე კახეთიდან დაიწყო
ცნობილმა ახალგაზრდა პიანისტმა, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულმა, დავით ალადაშვილმა, მუსიკალური ტურნე "პიანინო" კახეთიდან დაიწყო. კონცერტი გურჯაანში,  კურორტ "ახტალის" ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
-"ტურნე დღეს დაიწყო. გურჯაანი იყო მეორე გაჩერება, წინ ორი კვირა და 50-მდე კონცერტი გველოდება. ტურნე მესტიაში 8 სექტებერს დასრულდება. ორგანიზატორია "მაგთი",  კომპანია "ახალგაზრები ახალგაზრდებისთვის" და თავად მე, ასევე ჩემი გუნდი, რომელიც ორი თვე დაუღალავად შრომობდა. კახეთში ტურნეს ორი დღე დავუთმე, კონცერტი უკვე გაიმართა დედოფლისწყაროში, აქედან ჯუგაანში წავალთ, შემდეგ სიღნაღში, ხვალ კი ყვარელსა და თელავში."- აღნიშნა დავით ალადაშვილმა speqtri.ge-სთან.

ღონისძიების პარტნიორია Art House - The Place To Meet.



| Print |
FaceBook Twitter Google