გურჯაანელი 7 წლის დათა ყალაბეგაშვილი საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია
ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალზე, გურჯაანელმა 7 წლის დათა ყალაბეგაშვილმა წარმატებით იასპარეზა და I საპრიზო ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი ტყიბულში გაიმართა და მასში მონაწილეობას 8 წლამდე ასაკის მოზარდები იღებდნენ.

-„ტურნირი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ტარდებოდა. დათამ ყველა შეხვედრა მოიგო, შვიდი ქულა მოაგროვა და ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. წელიწადი და სამი თვეა, რაც ჭადრაკზე დადის, მაგრამ კარგი შედეგები გვაქვს. დათა საქართველოს პრიზიორიცაა.“- აღნიშნა გურჯაანის ჭადრაკის სკოლის მენეჯერმა გია ქიტესაშვილმა.

დათა ყალაბეგაშვილი დიპლომითა და თასით დააჯილდოეს.

| Print |
FaceBook Twitter Google