ილიას ტბაზე ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს შორის საჭადრაკო მატჩი გაიმართა
ყვარელში, ილიას ტბაზე ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩების ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის მატჩი გაიმართა, რომელიც მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ზუსტად ორმოცი წლის წინ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებლად ეს ორი ქალბატონი ბიჭვინთაში შეხვდა ერთმანეთს. თამაში ფრედ დასრულდა.

დღესვე სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და „მეღვინეობა ხარებას“ შორის.

ცნობისთვის, ჭადრაკის ორ ლეგენდას შორის სიმბოლური მატჩი წინ უძღვის ბათუმში დაგეგმილ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 23 სექტემბერს ბლექ სი არენაზე საზეიმოდ გაიხსნება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჭადრაკი /