მეოთხე დღეა გურჯაანში თექვსმეტი წლის ბიჭს ეძებენ
მეოთხე დღეა გურჯაანში 16 წლის გიორგი კვეიძეს ეძებენ. ის სახლიდან 2 სექტემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
თვითმხილველმა ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ნახა.

არასრულწლოვანის მამის განცხადებით, მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ამიტომ მან დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა.

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google