ზემო კაჭრეთის სკოლის მშენებლობისთვის 2 მილიონ 300 000 ლარამდე დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო და 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენ სერვისია“.

-„მძიმე ტექნიკა ორი დღეა მუშაობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდება და ის 125 ბავშვზეა გათვლილი. სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება, ბავშვები სწავლას 17 სექტემბერს გასული წლის მსგავსად კაჭრეთის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. არც ტრანსპორტირების პრობლემა შეექმნებათ. დღეის მდგომარეობით ზემო კაჭრეთის სკოლაში 96 მოსწავლე ირიცხება. მშენებლობისთვის დაახლოებთ 2 მილიონ 300 000 ლარამდე დაიხარჯება.“-აღნიშნა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა.

ცნობისთვის ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლის შენობა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, 2016 წელს კი მისი დემონტაჟი განხორციელდა.

| Print |
FaceBook Twitter Google