თელავის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.
შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 24 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,  ავტორიზაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან: დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარების გეგმა; ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; საგანმანათლებლო პროგრამები; პერსონალი; სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; კვლევა, განვითარება და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.


| Print |
FaceBook Twitter Google