სოფელ ძირკოკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ძირკოკში ე.წ. "თუშების უბანში" გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 470 მეტრამდე სიგრძის გზა მოასფალტდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ლაგოდეხავტოგზაა“. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის საერთო ღირებულება 226 000 ლარია,  რომლის ფარგლებშიც ასევე მოასფალტდება ე.წ. "ჭიაპაანთ უბნის" გზა და ე.წ "ელიკაანთ უბნის" შესასვლელი.


| Print |
FaceBook Twitter Google