მაია კახიძის შემოქმედებითი საღამო გურჯაანში
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტისა და მწერლის მაია კახიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
-“დიდი ხანია ვგეგმავდი ჩამოსვლას, ძალიან მინდოდა ჩემ გურჯაანელებს შევხვედროდი და ბიბლიოთეკისთვის წიგნები მეჩუქებინა. წარმოშობით გურჯაანიდან ვარ, ეს ჩემი მიწა-წყალია. მრავალი წელი დავყავი ჟურნალისტიკაში, მსოფლიო დონის რომანიც რომ დავწერო, ალბათ საზოგადეობისთვის მაინც ჟურნალისტად დავრჩები. დღეს ჩემი კოლეგა მეგობრების წიგნებიც ჩამოვიტანე და ბიბლიოთეკას ვუსახსოვრებთ. თავდაპირველად ესტრადაზე ვიყავი, მერე ჟურნალისტიკაში და ახლა მწერლობაში ვარ. გახლავართ მწერალთა კავშირის წევრიც,“-აღნიშნა მაია კახიძემ.

საღამო გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მაია კახიძე /