გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება
18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში პროექტის "ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება.
მუზეუმს ესტუმრებიან მწერლები შაკო ბაკურაძე, ნუკრი ბერეთელი, ანი კოპალიანი, გივი ჩიღვინაძე, ვასო გულეური და ბექა ახალია, 

პროექტი, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.



| Print |
FaceBook Twitter Google