ვეჯინის კრივის დარბაზის მოკრივეებმა ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
ქალაქ გორში გამართულ ტურნირზე ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის დარბაზის აღსაზრდელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სულ 15 მუნიციპალიტეტის 100-მდე მოკრივემ მიიღო.
-„ეს იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ 2004, 2005, 2006 და 2007 წელს დაბადებული სპორტსმენები. ტურნირზე ჩვენმა სამმა მოკრივემ იასპარეზა, კარდენახელმა თორნიკე ილაშვილმა, ვეჯინელმა ლუკა ხატიაშვილმა და თამაზ ზავრაშვილმა. პირველი ადგილი დაიკავა ლუკა ხატიაშვილმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა თორნიკე ილაშვილი. შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. “-აღნიშნა წმინდა გიორგის სახელობის კრივის დარბაზის მწვრთნელმა ოთარ მამულაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კრივი / ტურნირი /