პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება ოთხ ნოემბერს ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება ოთხ ნოემბერს ჩატარდება.
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება.

ტესტირება 09:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად ჩატარდება. ტესტი პროფესიული უნარების, ასევე საგნისა და საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება.

დაფინანსების მოსაპოვებლად, მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ტესტირებამდე საგამოცდო ცენტრებში, სამ ნოემბერს პრეტესტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს სურვილის მიხედვით შეეძლებათ. პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა.

დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.


| Print |
FaceBook Twitter Google