გიორგი ბოტკოველი კახეთის მასშტაბით მოსყიდვის, აგიტაციისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონალური ორგანიზციის ხელმძღვანელი, მმართველი პარტის მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობს. გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ დღის განმავლობაში, კახეთის მასშტაბით, მოსყიდვის, აგიტაციისა და ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

-"ჩვენ ვიცოდით და ველოდებოდით მმართველი გუნდისგან გაყალბების მცდელობას. ყველა ხედავს, რომ მთელი დღის განმავლობაში ადმინისტაციულ რესურსს იყენებენ. მოსყიდვა, ზეწოლა და აგიტაციის არაერთი ფაქტია. ამომრჩეველს კონკრეტულ თანხებს უხდიდნენ მათ მხარდასაჭერად. მინდა მივმართო, რომ ეს არ უშველით. საპრეზიდენტო არჩევნები  წაგებული აქვთ." - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დარღვევებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ 6 საჩივარი დაწერა ყვარლის საარჩევნო ოლქშიც



| Print |
FaceBook Twitter Google