ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის სახელობის თასის გათამაშება გაიმართება
3-4 ნოემბერს, "თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩატარდება.
ტურნირი 2 ასაკობრივ ჯგუფში მოეწყობა, სკოლის მოსწავლეები და უფროსები. გუნდის დარეგისტირებისთვის თითო გუნდში საჭიროა მინიმუმ 8 ადამიანი. მსურველები რეგისტრაციისთვის სამ ნოემბერს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

ცნობისთვის, ტურნირს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და ყოველწლიურად ტარდება.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფეხბურთი /