თელავში ჭაჭის ფესტივალი მიმდინარეობს
ამ წუთებში, თელავში "ჭაჭის ფესტივალი" იმართება. მასში მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იღებს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, შემოდგომის თემაზე მოწყობილია სპეციალური პავილიონები.

კახეთში მომუშავე ღვინის კომპანიებმა და "აწარმოე საქართველოში" პროექტის ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

დღესვე, ფესტივალის ფარგლებში, მევენახეებისა და სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოხდილი ჭაჭის კონკურსიც გაიმართება. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს, რომლებიც ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებით დააჯილდოვდებიან.

ჭაჭის ფესტივალი კონცერტით დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google