მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ, 2019 წელს დანამატი გაეზრდებათ
განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ, 2019 წელს დანამატის გაზრდა იგეგმება.
მინისტრის ინფროამციით,  მომავალი წლის განახლებულ ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილებებია ასახული.

„უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ახალი ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც იგეგმება. პრემიერის განცხადებით, 2023 წლისთვის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1800 ლარი უნდა იყოს“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, სახელფასო ცვლილებები სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

„დირექტორებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ. ასევე დაგეგმილია პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემის მსგავსი ინსტრუმენტის შემუშავება სკოლის დირექტორების, რათა მათ გააუმჯობესონ საკუთარი უნარები და მეტად წარმატებულები გახდნენ სკოლის მართვის პროცესში“,- განაცხადა აბულაძემ.




| Print |
FaceBook Twitter Google