თელავში დღეს ერეკლეობას აღნიშნავენ
მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 298 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში ბატონის ციხის გალავნის ეზოში მოწყობილია მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტის  "მეფე ერეკლე- ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ გაცნობა დამთავრიელებლებს მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შეუძლიათ.

ტრადიციულად, საღამოს დასახელდებიან ,"საპატიო თელაველები.“ საზეიმო ღონისძიებებს თელავის მთავარ მოედანზე გალა კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
| Print |
FaceBook Twitter Google