2019 წელს აბიტურიენტები გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება. 2019 წელს, აბიტურიენტები, შეცვლილი ფორმატით გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და უცხო ენებში ჩააბარებენ.
ცვლილებები შეეხება, ტესტების როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე, ქულების რაოდენობასაც. კონკრეტულად, ტესტიდან მოხდება ზოგიერთი დავალების ამოღება, შემცირდება არჩევითი პასუხების რაოდენობა და შეიცვლება თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა.

ყველა საგანში უცვლელი დაჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

უფრო ვრცლად ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმული.


| Print |
FaceBook Twitter Google