სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-კომპლექსი გაიხსნა
დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.
პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე - სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი და კახეთის გუბერნატორმი ირაკლი ქადაგიშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google