გურჯაანის მუნიციპალიტეტში დამატებით კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება
მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება.
პროექტების შესრულების სავარაუდო ვადაა 9-31 დეკემბერი.

-„რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს დამატებითი პროექტებია. თანხა მოხმარდება ხუთ სოფელში ახალი ჭაბურღილის მოწყობას და 5 სოფელში გაკეთდება მინი სპორტული მოედნები.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტრის კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასილაშვილმა.

ახალი ჭაბურღილები მოეწყობა სოფელ ჩუმლაყში, ჭანდარში,შაშიანი, ვაზისუბანში, ასევე ორი ჭაბურღილი გაკეთდება სოფელ კარდენახში (საბაწმინდისა და ახოების უბანი).

სოფელ ჯიმითსა და ჩუმლაყში წყალმომარაგების მაგიტრალს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე სოფელ კაჭრეთში არსებულ ჭაბურღილთან მოეწყობა რეზერვუარი.
მინი-სპორტული მოედნები გაკეთდება სოფელ კარდენახში, ჩუმლაყში, ვაზისუბანში, ქალაქ გურჯაანსა (კალოსუბანი) და მუკუზანში.

| Print |
FaceBook Twitter Google