ახალი ამბები
სკოლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
სკოლებში მომდევნო სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი "თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული, რომელსაც სამხედროები ჩაატარებენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო პირების გადამზადების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, დასაწყისში 10-20 სკოლა შეირჩევა, რომლებშიც საგანი საპილოტე რეჟიმში დაიწყება.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის ტრენინგები ახლა მიმდინარეობს შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი გაივლიან ტრენინგმოდულს და შეფასებას. უკვე საპილოტე რეჟიმში გაზაფხულიდან ჩვენ შევარჩევთ რამდენიმე სკოლას, სადაც ეს საგანი შევა. სკოლები იქნება, როგორც თბილისის ისე რეგიონების.

მოგეხსენებათ, რომ საკითხები, რომელებიც სამოქალაქო თავდაცვასთან და პატრიოტიზმთან არის დაკავშირებული, ისედაც შედის სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ. რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორც 2008 წელს, ისე უახლესი წარსულის განმავლობაში. მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მოსწავლეები უფრო ფართო რაკურსში დაინახავენ ამ ყველაფერს“,-განაცხადა აბულაძემ.

საგანს საშუალო საფეხურის მოსწავლეები ისწავლიან.

თემატიკა სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს:

2008 წლის ომი;
საქართველო საერთაშორისო მისიებში;
შეიარაღება;


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში.
70 წლამდე ქალს პურის ცხობისას ანთებულ თონეში ჩავარდა.
უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში. 70 წლამდე ქალს პურის ცხობისას ანთებულ თონეში ჩავარდა.
18:12 / 01.06.2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე საკვირაო
ბაზარმა მუშაობა განაახლა. ბაზარში, ამ ეტაპზე ბოსტნეული იყიდება.
მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე საკვირაო ბაზარმა მუშაობა განაახლა. ბაზარში, ამ ეტაპზე ბოსტნეული იყიდება. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
17:12 / 01.06.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა,
სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა, სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.
13:51 / 01.06.2020
ბიტურიენტებს, რომელთაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37
გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა
ისევ ექნებათ.
ბიტურიენტებს, რომელთაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ისევ ექნებათ.
13:43 / 01.06.2020
ამ წუთებში, ლაგოდეხში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის
მონაწილეების განცხადებით,  წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება,
სასმელად უვარგისია.
ამ წუთებში, ლაგოდეხში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით,  წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად უვარგისია.
12:54 / 01.06.2020
სხვა ამბები
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
უძველეს სამარხებში, რომელთა შესწავლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში დღეს დაიწყეს, ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.
23:26 / 01-05-2020
განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, რადგან ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
18:46 / 24-04-2020
დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღთან დაკშვრებით თქვენთვის საინტერესო ტესტი მოვამზადეთ. შეამოწმეთ თქვენი თავი, რამდენად კარგად იცით ქართული ენის გრამატიკა.
15:01 / 14-04-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
USD
USD
1
3.1761
GBP
GBP
1
3.9161
TRY
TRY
1
0.4654
RUB
RUB
100
4.5026
ამინდი
გურჯაანი 17 / 27 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 15 / 27 °C
img
სიღნაღი 16 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 17 / 27 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 16 / 27 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.