ახალი ამბები
2019 წლის 1-ლი იანვრიდან პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო იქნება
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად.  2019 წლის 1-ლი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო იქნება.
აღნიშნული კანონის მიზანი იმუნიზაციის გლობალური მოცვის საშუალებით მოსახლეობის დაცვაა, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისგან.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა. ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა. კანონის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ისლანდია, ნორვეგია და სხვა) გავრცელებულია.

კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები არ გამოიყოფა. იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან მოსახლეობის დაცვაა. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. პროგრამის ბიუჯეტი 22 400 ათასი ლარია.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა /
ამავე კატეგორიაში
ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში წითელას 145 შემთხვევაა
დაფიქსირებული, ყველაზე მეტი ინფიცირებული კი საგარეჯოს
მუნიციპალიტეტშია.
ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში წითელას 145 შემთხვევაა დაფიქსირებული, ყველაზე მეტი ინფიცირებული კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია.
13:34 / 15.02.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე სართულზე, დღეს დილით 7
საათზე ერთ ოთახს ცეცხლი გაუჩნდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე სართულზე, დღეს დილით 7 საათზე ერთ ოთახს ცეცხლი გაუჩნდა.
10:07 / 15.02.2019
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით,
სავალალო მდგომარეობაში მყოფ #8 საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციასთან
დაკავშორებული საკითხი იმის გამო რთულდება,რომ სააღმზრდელო
დაწესებულებას  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სავალალო მდგომარეობაში მყოფ #8 საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშორებული საკითხი იმის გამო რთულდება,რომ სააღმზრდელო დაწესებულებას  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
13:32 / 14.02.2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანში კვირაცხოვლის სახელობის
ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანში კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
13:19 / 14.02.2019
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, იანვრის თვეში აივ
ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, იანვრის თვეში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
14:01 / 04.02.2019
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.