მანდატურის ხელფასი 200 ლარით იზრდება
პირველი იანვრიდან მანდატურების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების სისტემის დაფინანსება 170 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.
„ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მანდატურის ხელფასი 200 ლარით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული მოტივაციის ზრდისთვის, ასევე, სკოლების მეტი უსაფრთხოებისთვის. წელს, 130 საჯარო სკოლაში დამატებით მოხდება მანდატურის თანამშრომლის აყვანა, საერთო ჯამში, მანდატურები 588 სკოლაში იზრუნებენ უსაფრთხოების დაცვაზე“,– განაცხადა მარიამ ჯაშმა.

2019 წლის ბიუჯეტში განათლების კუთხით 1 194 000 ლარია განსაზღვრული .


| Print |
FaceBook Twitter Google