გურჯაანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უნდა დაიწყოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის პროცესი. აქ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული და ასობით პოლიციელი მობილიზებული როგორც  ქალაქში, ისე სასამართლოს შენობაში.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 17 დეკემბერს სსკ-ის 353 მუხლით დააკავეს.
| Print |
FaceBook Twitter Google