თინათინ ბოკუჩავას სასამართლო პროცესზე არ უშვებდნენ
ამ წუთებში ხმაურია გურჯაანის სასამართლოში. პროცესზე შესვლას ითხოვს დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა.
თუმცა მანდატურები და სამართალდამცველები სხდომათა დარბაზში იმის გამო არ უშვებენ, რომ ადგილი არ არის.
“კირკიტაძის ძმას და მე, თავდებში მდგომ დეპუტატს არ მიშვებენ დარბაზში, მაშინ, როდესაც იქ არიან გახარიას სუს-ის შეგზავნილი წევრები"-აცხადებს ბოკუჩავა.
თუმცა, კამათის შემდეგ მას დარბაზში ადგილი დაუთმეს და სხვის ნაცვლად, პროცესზე შეუშვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google